თსუ რექტორის მოადგილეებმა - კახაბერ ჭეიშვილმა, ერეკლე ასტახიშვილმა და თსუ პროფესორებმა - გიორგი ღვედაშვილმა, პეტრე ბაბილუამ და ვახტანგ ლიჩელმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციის სექციებში განხილული იყო ქრისტიანული მემკვიდრეობა, ზუსტი მეცნიერებების სწავლების თანამედროვე ტენდენციები და აგრარული მეცნიერებების გამოწვევები.
მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ბსუ-ს „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“ . კონფერენციის გახსნის ცერემონია საიუბილეო კონცერტით დასრულდა.